среда, 21 июня 2017 г.

პროექტი მარტყოფი

   სასკოლო პროექტებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სკოლის კლასგარეშე განათლებისას. სასკოლო პროექტებში მოსწავლეებს არა მარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვითმართვის ჩვევებიც უვითარდებათ. მოსწავლეები სასკოლო ექსკურსიებზე არა მარტო სწავლობენ ერთად, არამედ ერთად ისვენებენ კიდეც. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წინასწარ იყოს დაგეგმილი. პროექტი  მაქსიმალურად საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი.           პატივცემულო მშობლებო ! გთხოვთ  გაეცნოთ პროექტის გეგმას, იმისათვის  რო ბავშვებისთვის მეტად დასამახსოვრებელი იყოს ეს დღე. შეძლებისდაგვარად მოიფიქრეთ სახალისო აქტივობები. მოიძიეთ აქტივობისთვის საჭირო რესურსი, (შეგიძლიათ გააზიაროთ იდეები კომენტარებში
რა როლი აქვს მშობელს სასწავლო პროექტის წარმართვაში?
სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლებისა და აღზრდის პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.
ვინაიდან პროექტი სასწავლო პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მის მოწყობასა და წარმართვაში მშობლების მხარდაჭერა და თანადგომა მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მშობელი ხომ სკოლის სრულფასოვანი პარტნიორია. მშობელსა და სკოლას კი ერთი საერთო მიზანი აქვს - მოსწავლის ხელშეწყობა, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
სასწავლო პროექტი სწორედ ის კლასგარეშე ღონისძიებაა, რომლის განხორციელება მშობლის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.
პროექტის  გეგმა:
კლასი:119- საჯარო სკოლის მესამე  კლასი  2017 წელი,10 ივნისი
მოსწავლეთა რაოდენობა -18
მონაწილეთა ასაკი -9 წელი
მარშუტი:თბილისი- მარტყოფი-თბილისი
მიზანი: პროექტიდან   მიღებული გამოცდილება უფრო მყარი და მტკიცეა, ვიდრე იგივეს შესახებ საუბარი/ წაკითხვა ფორმალურ გარემოში. თუ ახალგაზრდა თაობას არ ვანახებთ მშობლიური ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს, საკუთარი ქვეყნისადმი გაუცხოებაც აქედან დაიწყება.
რას დავათვალიერებთ: მარტყოფის ღვთაების მონასტერი,ანტონის სვეტი
აქტივობები:
1) რას გავეცნობით?
) მარტყოფის მდებარეობას.
)ვის სახელს უკავშირდება მონასტრის სახელი.
)თქმულებებს წმინდა ანტონის შესახებ.,13 ასურელი მამის ისტორიას
2)ისტორიული ძეგლის ნახვის შემდეგ მოვაწყობთ სახალისო გათამაშება- ტესტირებას,მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით.
3)
ტრაპეზი
4)
მშობლების მიერ წინასწარ მოფიქრებული სახალისო თამაშები. თამაშში ერთვება ყველა.
5)
გამოვლინდება მხიარული, ენერგიული და  საინტერესო თამაშების ავტორი მშობლების ვინაობა, ( გამოავლენენ მოსწავლეები) გადაეცემათ სიგელი.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს მის შედეგებსრა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია; შესაძლებოა, დაიგეგმოს შემდგომი ვიზიტებიც.   

რეფლექსია: მოსწავლეები  გაეცვნენ  ღვთაების მონასტრის დაარსების ისტორიას,13 ასურელი მამის ცხოვრებას და მოღვაწეობას,იქ მცხოვრები ბერების მონათხრობიდან გაიგეს ახალი მათვის არსებული ლეგენდების და გადმოცემების შესახებ. გაიღრმავეს წინარე ცოდნა,მოსწავლეები გაეცვნენ მარტყოფის მდებარეობას.









. იყო მცირე ხარვეზებიც, ყველა მოსწავლეს არ ჰქონდა საჭირო ნივთებისთვის ზურგჩანთები,რამაც შეუქმნათ მოსწავლეებს ანტონის სვეტზე ასვლისას სიძნელეები,ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ შემდეგი პროექტის დაგეგმვისას.

воскресенье, 19 марта 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე
მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,რომლებიც დატვირთული იყო საინტერესო ინფორმაციებით,ყველა პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო და ორიგინალური,ავტვირთეთ  ჩვენს ბლოგებზე ჩვენი შესრულებული ნამუშევრები,ვისწავლეთ შეცდომების შემთხვევაში,როგორ გავაკეთოთ ჩასწორებები.,მადლობა გოგონებს საკუთარი საინტერესო ნაშრომების გაზიარებისთვის და ტრენერს საინტერესო და ბევრის მომცემი ინფორმაციის კარგად სწავლებისთვის.აუცილებლად გამოვიყენებ შეძენილ ცოდნას ჩემს პრაქტიკაში. 

вторник, 14 марта 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები,,დავასრულეთ პროექტის შაბლონში პროცედურები ,დავასრულეთ შფასების ნაწილი.მისი მოკლე მონახაზი,შეფასების საქაღალდეში შევინახე არაფორმალური დაკვირვების ფორმის დათანატოლთა უკუკავშირის ფორმის და პრეზენტაციის ფორმის შაბლონები.
  პროექტში შესასრულებელი მასალა და თვითონ პროექტი როდის,რა დროში გავაკეთო რომ მათ შეძლონ კარგად გააზრება შესასრულებელი დავალებების,რომელი შაბლონის გამოყენებას მირჩევთ,მეტად საინტერესო რომ იყოს მათთვის?

пятница, 10 марта 2017 г.

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღეს მოვისმინეთ    მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაციები  ,გავუზიარეთ ურთიერთს აზრები,გავითვალისწინეთ შეცდომები და გავასწორეთ  გავეცანით შეფასების რუბრიკების სხვადასხვა ფორმებს,გავაკეთეთ კოლაბორაციული შეფასების ცხრილები.

четверг, 9 марта 2017 г.

 ინტელის  ტრენინგის მეექვსე დღეს  ვიმუშვეთ მოსწავლის ნიმუშის შევსებაზე,თუ რამდენ ჯგუფად დავყოფ მოსწავლეებს,რომელ აქტივობებს მივცემ ,რომელზე დაყრდნობითაც შეძლებენ,პრეზენტაციის გაკეთებას,ვისწავლეთ როგორ შევავსოთ პროექტის პროცედურები,,საჭირო მოძიებული ლინკების  ინტერნეტიდან გადმოტანა და შენახვა.

воскресенье, 5 марта 2017 г.

დღეს  ტრენინგის მეხუთე დღეს ტრენინგზე ვისაუბრეთ წინა დღეებში განვლილ მასალაზე,კიდევ ერთხელ ტრენერმა მოგვცა საჭირო რჩევა -დარიგება,მხოლოდ ამის შემდეგ გადავედით პირველი აქტივობის შესრულებაზე-ეს იყო წყვილებში მუშაობა.ვისწავლეთ როგორ კეთდება კომენტარი.ვისწავლეთ პრეზენტაციაზე ვორდის დოკუმენტის გახსნა.ბლოგზე ბმულების დამატება და გამოქვეყნება,ფოტო-არქივში სურათების ატვირთვა-შენახვა.ბლოგზე ფონის დადება.ასევე საჭირო ინფორმაციის დამატება და მოძიება.

суббота, 4 марта 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგი რამდენიმე მასწავლებლის სახლში დაწერილი,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების წაკითხვა-განხილვით დაიწყო,,განხილვის პროცესში ტრენერმა მასწავლებლებს მოგვცა საჭირო რჩევები,მასწავლებლებმა გამოვთქვით საკუთარი აზრი ამ განხილულ საკითხებზე.ვისწავლეთ შეფასების ველის შევსება ჩვენს შაბლონში,ვიმუშავეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენაზე-გამოვიყენეთ მეთოდი ვ.მ.ვ